მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შსს მზაობას გამოთქვამს ლექსო ლაშქარავას საექსპერტო ნიმუშები საზღვარგარეთ შეისწავლონ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები.“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. მათ შორის, საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button