სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში არდადეგები ორი კვირით გახანგრძლივდა

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა – გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე მიიღო.
გარდა ამისა, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო – 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.