“შსს ორი თანამშრომელი მარიხუანას მოიხმარდა”
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ისინი ნარკოტიკულ ნივთიერებებს ინახავდნენ და მოიხმარდნენ.
“ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავებისას ამოღებულია 2 შეკვრად დაფასოებული 0,83 გრ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. ასევე ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად აღნიშნულ პირს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა. იგი 500 ლარით დააჯარიმა. მეორე დაკავებულს მხოლოდ მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ისიც 500 ლარით დაჯარიმდა”,-ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.