შსს-ს თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

სამი წვევამდელის წამებაში ბრალდებულ შსს-ს თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, “გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის საგუშაგოზე წვევამდელებმა თვითნებურად მიატოვეს საგუშაგო, რისთვისაც მათი დაშინებისა და დასჯის მიზნით, ოცეულის და ათეულის მეთაურებმა და ათეულის სერჟანტმა წვევამდელები ჩაიყვანეს ყაზარმის სარდაფში, სადაც ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ერთ-ერთმა მათგანმა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და წვევამდელებს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დადგენილი წესის უგულებელყოფით, მათ ასევე აიძულეს დაზარალებულები დაახლოებით 24 საათის განმავლობაში შეუცვლელად მდგარიყვნენ საგუშაგოზე”.

შსს-ს თანამშრომლებს 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button