“შსს-ს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა”

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მთავარ პროკურატურასა და შსს-ს გიორგი კლდიაშვილს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ.

ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი 2014 წლის 12 დეკემბერს იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. მას კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა.

კლდიაშვილის ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ ის 72 საათს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button