მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შსს “თბილისი პრაიდს” მოუწოდებს არ გამართონ ღირსების მარში

შინაგან საქმეთა სამინისტრო “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებს მოუწოდებს, უარი თქვან “ღირსების მარშის” გამართვაზე.

“კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე”, – აცხადებენ შსს-ში.

უწყება აცხადებს, რომ ეს მარში შეკრებილი კონტრაქციის გამო საფრთხის შემცველია.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ რომ “თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისი პრაიდის წარმომადგენელები დღეს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშის გამართვას ცდილობენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა დილიდან დაარბიეს კარვები და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button