შსს: ზურაბ გონაშვილს გაფრთხილება მივეცით

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედოფლისწყაროში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილს ახსნა-განმარტება ჩამოართვა, ხოლო ზურაბ გონაშვილს გაფრთხილება მისცა”, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

თამილა გურაშვილი ახსნა-განმარტებაში საუბრობს, რომ “მას პრემიერ მინისტრის ნათესავი ზურაბ გონაშვილი სახლში მიუვარდა და დაემუქრა, რომ მთავრობის კრიტიკა შეწყვიტოს, სხვა შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა”.

შს სამინისტროს განცხადებით, გონაშვილი გააფრთხილეს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

“გამოიკითხა ორივე მხარე და პოლიციამ გაფრთხილება მისცა ზურაბ გონაშვილს, რომ ასეთი ფაქტი აღარ განმეორდეს”, – განაცხადა შორენა ჯახუამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button