შტორმის გამო ზღვის სანაპირო ზოლი დაბინძურდა

შტორმის შედეგად შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაბინძურდა.

ზღვამ დიდი რაოდენობით დამტვრეული ხეები გამორიყა. ბულვარის ტერიტორიას დილიდან ასუფთავებენ, ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობს.

როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, შტორმის შედეგად ერთ-ერთი რესტორანი დაიტბორა.

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი ამ დროისათვის ოთხ ბალამდე აღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button