რეგიონი

შტორმმა სანაპირო ზოლი დააზიანა

შავ ზღვაზე დაფიქსირეულმა ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

შტორმმა განმუხურის ამფითეატრს საძირკველი გამოაცალა, ასევე დაზიანებულია პოლიციის საგუშაგოს საყრდენი კედელი და სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები.

სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც. მიყენებულ ზრალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერიამ გაეცნენ. სახელმწიფო რწმუნებულის განცახდებით, მიყენებული ზარალის აღსადგენად კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა დაიწყეს.

შტორმმა ასევე დააზიანა ფოთში კუნძულის უბანში სანაპირო ზოლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button