შუახნის მამაკაცი დაიღუპა რკინიგზაზე
შუახნის მამაკაცი დაიღუპა რკინიგზაზე – დიდუბე ავჭალის გადასასვლელთან.
მამაკაცს ბათუმისკენ მიმავალი, ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა. მომხდარს სამართალდამცველები იკვლევენ.
სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.