შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილში
საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში წარსადგენ დეპუტატობის კანდიდატებზე მმართველი გუნდი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რამდენიმე კანდიდატურა იხილება როგორც მარტვილში, ასევე საგარეჯოში და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. დეპუტატის ცნობით, განსახილველი კანდიდატები ადგილობრივი პირები არიან.
ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.