შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები

შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. წინასწარი მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გვიან ღამით გაავრცელა. დილის 4 საათის მონაცემებით, 7 საარჩევნო ოლქიდან 5-ში ქართული ოცნების, 2-ში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ლიდერობს.

ცესკოს შეფასებით, ხმის დათვლის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 16 საჩივარია შესული.

შუალედური არჩევნები 45 საარჩევნო უბანზე გაიმართა. ამომრჩეველთა ყველაზე მაღლი აქტივობა ზუგდიდში გამოვლინდა, ყველაზე დაბალი კი გარდაბანში. საერთო ჯამში აქტივობამ, წინასწარი მონაცემებით, 14,77 % შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

გლდანში მაჟორიტარულ ოლქში 80,69 პროცენტით ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს.

გარდაბნის ორივე მაჟორიტარულ ოლქში ასევე ლიდერობენ ქართული ოცნების კანდიდატები ფარხადინ შარიფოვი 67,89 პროცენტით და ვუგარ მამედოვი 98,5 პროცენტით.

კასპში 65,88 პროცენტი აქვს ქართული ოცნების კანდიდატს ალექსანდრე მერაბაშვილს, მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის ციცინო აბუაშვილი 26,98 პროცენტით.

წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში – ქართულო ოცნება – მურად ზაქარიაძე – 64,31 პროცენუით ლიდერობს , ნაციონალური მოძრაობა – 30,89. თავისუფალი დემოკრატები – 4,8.

ოზურგეთის ერთ ოლქში ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე 64,56 %-ით, მეორე ოლქში კი ,ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბესიკ ქათამაძე 59,6 %-ით, 40,4 % აქვს ქართული ოცნების კანდიდატ ნონა ტუნაძეს .

ხობის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი იყო მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატი კობა კაკულია, რომელმაც ხმათა 100 პროცენტი მიიღო.

ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვარადებული ლაშხია 49,76 %-ით, მეორე ადგილს კი ქართული ოცნების კანდიდატი, ამირან ლაგვილავა 48,96 %-ით იკავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button