რეგიონისაქართველოსიახლეები

ოჩამჩირეში მამაკაცმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

ოჩამჩირის მცხოვრებმა უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი მოკლა და შემდეგ სამართალდამცავებს ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა 3 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე მრავალბინიან კორპუსში მოხდა.

ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცმა 48 წლის ცოლი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წამოწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოკლა. მიღებული ჭრილობების გამო, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე ე.წ. გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების „მუხლებით“ მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button