შუმახერის ვაჟმა ტრავმა მიიღო [VIDEO]

ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმამიკ შუმახერმა ტრავმა მიიღო გერმანული ფორმულა 4-ის მეორე ეტაპზე, რომელიც ავსტრიაში Red Bull Ring-ისტრასაზე გაიმართა. ეს იყო მხოლოდ მეორე რბოლა 16 წლის გერმანელის კარიერაში.

უმცროსმა შუმახერმა აპრილის ბოლოს, გერმანიის ოშერსლებენში ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გამარჯვებას მიაღწია.

მაგრამ მეორე უქმეები მიკისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. შაბათს, ის პირველივე წრეზე გადააგდეს ტრასიდან. გუშინ, მეორე რბოლაში შუმახერი ისევაღმოჩნდა სხვების შეცდომის მსხვერპლიფინიშთან ახლოს, შუმახერზე შეტევისას, ტომას კრაინინგმა არასწორად შეაფასა მანძილი მანქანებს შორის დაშუმახერის ბოლიდი კედელს მიანარცხა.

ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა, მიკი კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ პილოტს ხელის მსუბუქი მოტეხილობა აქვს.

იმის გამო, რომ რბოლა არ განაახლეს და ჩათვალეს შედეგები ბოლოს წინა, მე-15 წრის მიხედვით, შუმახერმა მეათე ადგილისთვის ერთი ქულა მოიპოვა.მიუხედავად ამისა, მას მოუწევს ბელგიის სპაზე მომდევნო ეტაპის გამოტოვება, რომელიც ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

ავსტრიაში შაბათს და კვირას ორივე რბოლა ჯოელ ერიქსონმა მოიგო, რომელიც ლიდერობს ფორმულა 4-ის საერთო ჩათვლას.

მსგავსი პოსტები

Back to top button