მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შუქრუთელების პრობლემით კელი დეგნანი დაინტერესდა

შუქრუთელების პრობლემით აშშ-ს ელჩი დაინტერესდა, კელი დეგნანი რამდენიმე უწყებას უკვე დაუკავშირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩოში ადასტურებენ.

შეგახსენებთ, შუქრუთელების პროტესტი მე-4 დღეა საელჩოსთან გრძელდება. პროტესტის მონაწილეებმა კელი დეგნანს საქართველოს ხელისუფლებასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს.

“22-ე დღეა რაც უკიდურესი პროტესტის ფორმები გრძელდება, პირველივე დღიდან ვინც დაიწყო შიმშილობა ის ადამიანები უკვე ძალიან დასუსტებულები არიან, პერიოდულად გვიხდება სამედიცინო პერსონალის გამოძახება. აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო გამოსული, გვითხრა, რომ პრობლემატიკას ეცნობა. დაგვპირდა, რომ ძირეულად გაეცნობა პრობლემის შინაარსს და შემდეგ ისევ გამოვა კონტაქტზე”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე

შეგახსენებთ, რომ შუქრუთელები “ჯორჯიან მანგანეზისგან” ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

მსგავსი პოსტები

Back to top button