მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შუქრუთელებმა დღეიდან მშრალი შიმშილობა დაიწყეს

შუქრუთელები დღეიდან მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ მათ ამ დრომდე არავინ შეხმიანებია,ამიტომ იძულებულები გახდნენ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის ცხრა მკვიდრი მეექვსე დღეა აქციას მართავს. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვების შედეგად მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვენ.

შუქრუთელებმა აქცია თავდაპირველად საკუთარ სოფელში დაიწყეს. ერთი თვის წინ კი პროტესტის ათამდე მონაწილემ შიმშილობა გამოაცხადა, უკვე ერთი კვირაა აქციამ თბილისში ამერიკის საელჩოსთან გადაინაცვლა.

შუქრუთელები ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.
საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ამბობს, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button