შვარცენეგერის ავტომობილი ელექტროკარად გადააკეთეს

ავსრიულმა კომპანია Kreiseლ Electric-მა არნოლდ შვარცენეგერის აირზე მომუშავე Mercedes Benz-ი ელექტროკარად გადააკეთა. ამისთვის სპეციალისტებმა მსახიობის მანქანა 510 კილოგრამიანი აკუმულატორით აღჭურვეს. ელექტროძრავის სიმძლავრე 490 ცხენის ძალას შეადგენს და 183 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, – გვაცნობებს Elektrek.

“ამ არაჩვეულებრივი ავტომობილის ელექრტულ ვერსიად გადაკეთებით დიდი ხნის ოცნება ამიხდა. პირველმა ტესტ-დრაივმა დიდი სიამოვნება მომანიჭა” – განაცხადა “რკინის არნიმ”.

როგორც უკვე ცნობილია, შვარცენეგერმა ბოლო წლები პლანეტის კლიმატის დაბინძურებასთან ბრძოლას მოახმარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button