შვედეთის წვეროსანთა კლუბის წევრები ISIS-ის ტერორისტებად მონათლეს [Video/Photo]
შვედეთში, ტერორიზმთან მებრძოლი პოლიციის თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ შავტანსაცმლიანმა წვეროსნებმა ერთ-ერთ ციხე-სიმაგრეზე შავი დროშა აღმართეს, – წერს გამოცემა Independent.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას, „ისლამური რესპუბლიკის“ ტერორისტების ნაცვლად, წვერის თაყვანისმცემელთა საერთაშორისო მოძრაობის წევრები დახვდნენ.
შვედური ორგანიზაცია – „წვეროსანი ავაზაკები“-ს წევრებმა ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებთან ფოტოსესია გამართეს და შავ-თეთრი დროშა აღმართეს.
„გადაღების დროს, პოლიციელები დაგვადგნენ და გვითხრეს, რომ გამვლელებმა პოლიციაში დარეკეს და შეატყობინეს, თითქოს „ისლამური რესპუბლიკის“ ტერორისტები დაინახეს, რომლებიც დაჯგუფების შავ-თეთრ დროშას აფრიალებდნენ. სამართალდამცველები უცებ მიხვდნენ, რომ გამოძახება ცრუ იყო, მერე ყველამ ერთად გულიანად ვიცინეთ!“, – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, ავსტრიის დაბა ლეოგანგში წვერ-ულვაშის ფესტივალი ჩატარდა, სადაც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობა 318 მამაკაცმა მიიღო.
მსგავსი ჩემპიონატები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რამდენიმე წელიწადში ერთხელ იმართება. წვერ-ულვაშოსანთა პირველი ჩემპიონატი გერმანიაში – 1990 წელს ჩატარდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”20282″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]