შვედეთში ღამის კლუბთან აფეთქება მოხდა [Photo/video]
შვედურ ქალაქ მალმეში ღამის კლუბ “ბაბელთან” თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა, – იუწყება ადგილობრივი გაზეთი Sydsvenskan.
გაზეთის ცნობით, უცნობმა პირებმა კლუბის კართან ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს და ააფეთქეს. საბედნიეროდ, კლუბი უკვე დაკეტილი იყო, ამიტომ აფეთქების დროს არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად შენობის კარი და ფანჯრები დაზიანდა. აღნიშნულ ინციდენტს ჯერჯერობით ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიენიჭა, მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ მალმე (შვედ. Malmö) — შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქია, რომელიც ქვეყნის სამხრეთით მდებარე პროვინცია სკონეშია განლაგებული. მალმეს მოსახლეობა 280,415 ადამიანს შეადგენს და იქ 171 ეროვნების მოქალაქე ცხოვრობს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43805″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]