მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა

„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა.

პრეზიდენტი კიევში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ჩავიდა. ჯო ბაიდენი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს.

როგორც ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინაში მისი ჩასვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა არ გაჩენილიყო ეჭვი აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მისივე თქმით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კიევი არ დაცემულა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტი იყო კიევში.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ვიზიტს “ყველაზე მნიშვნელოვნად” აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს იმ შედეგებს უსვამს ხაზს, რასაც დღემდე ერთად თანამშრომლობით მიაღწიეს, პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის შემოჭრის დროს ჩვენ გვერდით იდგა. მადლობა ლიდერობისთვის

“ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-უკრაინის ურთიერთობების მთელ ისტორიაში. ეს არის ვიზიტი უკრაინისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, როცა უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის. ეს ხაზს უსვამს იმ შედეგებს, რასაც უკვე მივაღწიეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენთან ეს მოლაპარაკებები უკრაინას გამარჯვებასთან აახლოებს. მისი თქმით, ამ ვიზიტის შედეგები მალევე გახდება თვალსაჩინო და მოჰყვება შედეგები ბრძოლის ველზეც.

„დღეს ჩვენ პრეზიდენტ ბაიდენს ვმასპინძლობთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია. დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ჩამოსვლისთვის. ეს უკრაინის მხარდაჭერის დროს უდიდესი მომენტია. სხვა რა შემიძლია, ვთქვა? ძალიან ვაფასებ ამას. პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის ფართომაშტაბიანი შემოჭრის დროს ჩვენ გვერდით იდგა. მადლობა ლიდერობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია. უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო.

ბაიდენმა ვიზიტის ფარგლებში სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერის ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარი იქნება. რუსეთის ომის ერთი წლის თავზე მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ პუტინი მწარედ შეცდა, როცა უკრაინა სუსტი, ხოლო დასავლეთი დანაწევრებული ეგონა. მისი თქმით, ერთი წლის შემდეგაც კიევი ისევ დგას.

მსგავსი პოსტები

Back to top button