თოვლის კაცმა ქალს „სამაგიერო გადაუხადა“ [Video]

ანკარაში ქალმა თოვლის კაცის განადგურება გადაწყვიტა, რომელიც ერთ-ერთ რაიონში იდგა. როგორც ჩანს, იგი მანდილოსანს თვალში არ მოუვიდა, – გვაცნობებს CNN Turk-ი.

სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ კადრებზე ჩანს, რომ ქალი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა თოვლის კაცი გაანადგუროს. მან რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ თოვლის კერპი მაინც წააქცია, მაგრამ ფეხი დაუსრიალდა და თვითონ დაეცა, როგორც ჩანს, საკმაოდ მტკივნეულად.

მსგავსი პოსტები

Back to top button