“შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს”

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილი 35 წლისაა და ის გურჯაანში ცხოვრობდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. დანაშაულში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის თანასოფლელი და მეგობარია.

ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც მეზობლები აცხადებენ, ორივე ახალგაზრდა შვეიცარიაში 2 თვის წინ წავიდა და ლტოლვილად ჩაბარდა.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button