მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შვეიცარიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის ქვედა პალატამ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაამტკიცა, ხოლო ერთნაირსქესიანთა ქორწინებაში მყოფ ქალებს, ხელოვნური განაყოფიერებისთვის სპერმის დონორის მოპოვების უფლება მისცეს. გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყვნენ შვეიცარიის კონსერვატიული სახალხო პარტიის დეპუტატები. ინფორმაციას “ევრონიუსი” აქვეყნებს.

ამის შემდეგ, წამოჭრილი საკითხი საბჭოს კენჭისყრაზე გადაინაცვლებს, რომელიც შემოდგომამდე გაიმართება. შემდეგ კი, თუ ზედა პალატამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, საკითხს უკვე რეფერენდუმზე გაიტანენ.

“ჩვენ გაოგნებულები ვართ. ინიციატივამ ეროვნული საბჭოს ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. ერთნაირსქესიანთა ქორწინება და სპერმის დონორობაზე წვდომა გრანდიოზულია. ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ.” – ამის შესახებ, პარლამენტის კომეტეტის “ქორწინება ყველასათვის” წევრმა, იან მიულერმა განაცხადა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატი მათაის რეინარი დარწმუნებულია, რომ “ჩვენ საყოველთაო თანასწორობას ვუახლოვდებით არა მხოლოდ ქორწინების, არამედ სრულფასოვანი ოჯახის, შვილად აყვანის და ხელოვნური განაყოფიერების საკითხშიც.

“ერთნაირსქესიანთა ოჯახები ახალა უკვე სრულ თანასწორობაში იცხოვრებენ”.

მსგავსი პოსტები

Back to top button