“შველი წყლის პირას” სოტბის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა

ფიროსმანის ნამუშევარი “შველი წყლის პირას” სოტბის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. “სოტბის” აუქციონზე ტილო 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.
ნახატი წელსაც რუსულ სექციაში გაიტანეს, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად ტილოზე ქართველი ავტორი იყო მითითებული.
სწორედ რუსული ხელოვნების ნიმუშების განყოფილებაში მოხვედრის გამო, ქართველი ხელოვნებათმცოდნეები ხელისუფლებას საყვედურობენ და აინტერესებთ, რატომ ვერ ხერხდება ქართველი ხელოვანების ნამუშევრების აღმოსავლეთ ევროპის სექციაში გადატანა.
ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს “კრისტის” აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო “არსენალის მთა ღამით” 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.