მნიშვნელოვანირეგიონი

“შვილმა და შვილიშვილმა 84 წლის მოხუცი ცემეს და პენსია წაართვეს”

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ძარცვის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, “1934 წელს დაბადებულ მამაკაცს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს, კერძოდ, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია – 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ”.

გამოძიება 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button