შვილმა ჯერ მშობლებს თავი მოჰკვეთა, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც წალენჯიხის სოფელ ლიაში მშობლები მოკლა, ამ დროისთვის ქუთაისში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.ადგილობრივების ინფორმაციით, მშობლების მოკვლის შემდეგ სახლიდან იყო გაქცეული. იგი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს და სავარაუდოდ  თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის სოფელ ლიაში მამაკაცმა მშობლებს ნაჯახით თავები მოაჭარა.შემთხვევა ღამით მოხდა, როდესაც ასაკოვან მშობლებს ეძინათ.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი შეურაცხადია.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button