სპორტი

სიდნეის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელების ვინაობა გაირკვა #ATP CUP 2022

ავსტრალიაში დაგეგმილი ATP -ის თასის გათამაშების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.

ტურნირი,რომელსაც სიდნეის 2 სტადიონი უმასპინძლებს,2022 წლის 1-დან 9 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები D ჯგუფში მოხვდა,სადაც მისი მეტოქეები საბერძნეთი,პოლონეთი და არგენტინა იქნებიან.

საინტერესოა,რომ რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი საერთაშორისო ტურნირზე არ იასპარეზებენ.
იმის მიუხედავად,რომ ნადალმა უარი თქვა,ტურნირზე ესპანეთის ნაკრები მაინც გამოვა.

ასე არ გაუმართლა შვეიცარიას,ფედერერის უარით, ნაკრები ATP თასის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ATP თასის საერთაშორისო ტურნირი პირველად 2020 წელს გაიმართა და გამარჯვებული სერბეთი გახდა.2021 წელს კი ტურნირი რუსეთმა მოიგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button