მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

“წამზომი ჩართულია” – რა მოთხოვნას უყენებს ივანიშვილს ოპოზიცია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს, 20:00 სთ-მდე აქვს დრო გადააყენოს ცესკოს თავმჯდომარე.

როგორც მან რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა მიიღოს მოლაპარაკებებზე.

“თუ 20:00სთ-მდე არ გადააყენებს თამარ ჟვანიას, შემდეგ გეგმას გამოვაცხადებთ, ახლა კი ამ დრომდე აქვს დრო გადააყენოს და შეხვდეს ოპოზიციას”, – განაცხადა მელიამ.

ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, მხოლოდ მას შემდეგ, როცა თამარ ჟვანია გადადგება.

გარდა ამისა, ოპოზიცია ასევე მოითხოვს გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

მსგავსი პოსტები

Back to top button