მნიშვნელოვანირეგიონი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ორსართულიან სახლს ხანძარი მოულოდნელად გაუჩნდა.
” ეს სახლი იყიდება, მფლობელები წლებია აქ არ ცხოვრობენ. მოულოდნელად გაჩნდა ცეცხლი და ვერც ვხვდებით, როგორ მოხდა. შიგნით დენი არ არის, გაზი არ არის, ძნელია გარკვევა და ალბათ, გამოძიება დაადგენს”- თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ცეცხლმა სახლის მეორე სართული და შიგ არსებული ავეჯი გაანადგურა.
ხანძრის ლიკვიდაცია ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო სამსახურმა მოახერხა.