რეგიონი

სიღნაღის ყოფილმა მერმა ოპოზიციონერ კოლეგებს უპასუხა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა ოპოზიციონერ კოლეგებს უპასუხა.

საკრებულოს ფრაქცია ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ პროკურატურაში საჩივრის შეტანას გოგი გოგილაშვილმა პარტიული დღის წესრიგი უწოდა და განმარტა, რომ საწვავს მერიის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იღებდნენ.

ყველა იღებდა საწვავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის. მე, პირადად, იმდენად ეკონომიურად ვხარჯავდი, მრჩებოდა კიდეც. თვეში მეკუთვნოდა 500 ლიტრი და რაც მორჩებოდა, თანამშრომლებს ვუნაწილებდი, რომ დავალებები შეესრულებინათ. მე არაფრის მეშინია, ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს ასეთი. კარგად ჩაიხედონ დოკუმენტაციაში და ნახავენ, რას ვაკეთებდი და როგორც ვხარჯავდი, მადლობასაც მეტყვიან”- განაცხადა გოგილაშვილმა.

საჩივარი საოლქო პროკურატურაში სიღნაღის საკრებულოს ფრაქცია ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გიორგი ელიზბარაშვილმა დღეს შეიტანა.

ოპოზიციონერი სიღნაღის მერიის შიდა აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ასაჩივრებს.

ელიზბარაშვილის მტკიცებით, 2018- 2020 წლებში მერიის მაღალჩინოსნები საწვავს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

ფრაქციის თავმჯდომარე, პროკურატურისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button