სიღნაღში 42 წლის მამაკაცი დააკავეს
შსს-ს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 42 წლის მამაკაცი სოფელ ტიბაანში დააკავეს. ის წარსულში ასევე ნასამართლევია ამავე ბრალდებით.
სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკისას ორი აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებით მას სისხლში ბუპრენორფინის კვალი აღმოაჩინა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.