სიახლეები

კობახიძე : ლომჯარია ჩვენ არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნიდა, ის დისკომფორტს უქმნიდა სახელმწიფოს, რადგან პოლიტიზებული იყო

ლომჯარია დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ მთლიანად იყო შესული პოლიტიკურ პროცესში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლიო კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნინო ლომჯარია „ქართულ ოცნებას“ „არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა“.

„ლომჯარია არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნიდა. ლომჯარია დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო პოლიტიზირებული და მთლიანად იყო შესული პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button