მნიშვნელოვანირეგიონი

სიღნაღში იაპონელი დიპლომატის ფოტოების გამოფენა დაიწყო

სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში გამოფენილი ფოტოების ავტორი, იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, იმანიში ტაკაოა.
გამოფენაზე, დიპლომატის მიერ, იაპონიაში გადაღებული საკურას ფოტოებია წარმოდგენილი.
გამოფენას ” იაპონიის საკურა- 2022 ” ეწოდება და ის, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება.
იაპონელი დიპლომატი სტუმრებს პირადად შეხვდა.

„იაპონიის სიმბოლო, საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის, აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება. ამ ყველაფერში კი ამ სამყაროს წარმავლობას განასახიერებს. გადავწყვიტეთ, ორი ქვეყნის მეგობრობის აღსანიშნავად, ეს გამოფენა მოგვეწყო”- განაცხადა იმანიში ტაკაომ.

ფოტო-გამოფენა სიღნაღის მუზეუმში პირველ ივლისამდე დარჩება.
საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა.

მხარეები, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში აქტიურად თანამშრომლობენ.
იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის (ODA) ფარგლებში, საქართველოში მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა განხორციელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button