მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიღნაღში კალიის განვითარების ადრეული ფაზა გამოვლინდა

სიღნაღის მუნიციპლიტეტში კალიის განვითარების ადრეული ფაზა გამოვლინდა. მავნებელი მწერის განვითარების შესაჩერებლად, მიწის ფართობების კალიების საწინააღმდეგო საშუალებებით შეწამვლა დაიწყო. შეწამვლის სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტო, სპეციალიზებული ტექნიკით და შესაბამისი პრეპარატის გამოყენებით აწარმოებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მადონა ბატიაშვილის განმარტებით, ბოლო რამდენიმე წელია, სიღნაღსა და მეზობელ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახეობის კალია ჩნდება.

” ბოლო წლებია, სხვადასხვა სახეობის კალია ჩნდება. სასოფლო- სამეურნეო კულტურებისა დამწვანე საფარის გადასარჩენად, შეწამვლა ღონისძიებები აუცილებელია. ახლა ხორბალი მწიფდება, ვენახებიც შემოდის და მოსწავლისათვის მავნებლების გამრავლება სახიფათო იქნება 2012- 13 წლებში, კალიამ სიღნაღისა და დედოფლისწყაროში, ვენახებს ფოთლებიც კი შეუჭამა”-განაცხადა ბატიაშვილმა.

ბოლო წლების განმავლობაში, კახეთის რეგიონში იტალიური და მაროკოული კალია გავრცელდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებელია. კალიების ეს ტიპები ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და დასავლეთ აზიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button