სიღნაღში მოქალაქემ იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა
“სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის მკვიდრმა, 1930 წელს დაბადებულმა მამაკაცმა პოლიციასნ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: ქარხნული წესით დამზადებული, “მაკაროვის” სისტემის 2 პისტოლეტი, “სტეჩკინის” ტიპის “ა-პე-ეს”-ის კონსტრუქციის 1 პისტოლეტი მაყუჩით და კონდახით, 7 მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა ნებაყოფლობით ჩააბარა”, – ამის შესახებ “ჰერეთს” შს სამინისტროდან აცნობეს.
ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია.
გამოძიება იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს.