მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიღნაღში ნახევარფაბრიკატების საამქროს მუშაობა აეკრძალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნახევარფაბრიკატების საამქროს, რომელიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, სამუშაო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, სოფელ საქობოში მოქმედი საწარმო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესის გაგრძელება აუკრძალეს. სააგენტოში განმარტავენ, რომ სანქციის გამოყენება, კრიტიკული შეუსაბამობებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის გამო მოხდა.

” დაჯარიმება და საწარმოო პროცესის შეჩერება ჰიგიენური ნორმების მძიმე დარღვევების გამო მოხდა. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო შეუსაბამობებს გამოასეორებს, ის სამუშაო პროცესის განახლებას შეძლებს”- განაცხადეს სააგენტოში.

ნახევარფაბრიკატების საწარმო, ერთ- ერთ ადგილობრივს ეკუთვნის და საკუთარი პროდუქციის საწარმოებლად ის ხორცს იყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button