მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიღნაღში საძოვრების აუქციონზე გატანას აპროტესტებენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში საძოვრების აუქციონზე გატანას აპროტესტებენ. დღეს, ქალაქში ადგილობრივები შეიკრიბნენ და ეკონომიკის სამინისტროს 80 ჰექტარი მიწისთვის საძოვრის სტატუსის დაბრუნება და აუქციონის შეჩერება მოსთხოვეს.

” ჩვენ მესაქონლეობით ვართ დაკავებული და თავს ამით ვირჩენთ. საძოვარი თუ არ გვექნება, შიმშილით დავიხოცებით. ვითხოვთ მიწას საძოვრის სტატუსი დაუბრუნონ და აუქციონი შეაჩერონ” – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

ადგილობრივების თქმით, მათ რამდენჯერმე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართეს.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, მერია საკითხის შესწავლაში ჩაერთვება.

” ჩვენ მიგვმართა მოსახლეობამ წერილობით და რაც ჩვენს კომპეტენციაშია,
ჩევრთვებით. თუ მოსახლეობას პრობლემა აქვს, ბუნებრივია, მაქსიმალურად დავიცავთ მათ ინტერესებს” – განაცხადა ბატიაშვილმა.

მოსახლეობასთან შესახვედრად, წნორში, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც იმყოფებოდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოსთან მდებარე 80 ჰექტარი მიწა, აუქციონზე გასაყიდად უკვე გამოტანილია და ვადა 17 მაისს იწურება.

საძოვრის სტატუსი მიწას საჯარო რეესტრმა, 2021 წლის 23 აპრილს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შეუცვალა.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, მთლიანობაში, საძოვრის სტატუსი 225 ჰექტარი მიწის ფართობმა დაკარგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button