რეგიონისაქართველო
სიღნაღში სასტუმრო დაიწვა (ფოტო)

სიღნაღში სასტუმრო “ნიკალა” დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავიდან გავრცელდა.
განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც.
ნაწილობრივ დამწვარია სასტუმროსთან მდებარე ღვინის მაღაზიის ნაწილიც. უსაფრთხოების მიზნით სასტუმროდან პერსონალი და სტუმრები გაიყვანეს.
ადგილზე სახანძრო სამსახურის 8 ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.
ფოტო: FB/ Davit Baratashvili