სიღნაღში16 ათასზე მეტი საბრძოლო ვაზნა იპოვეს [VIDEO]
სამართალდამცველებმა კახეთში, სიღნაღის რაიონში 16 ათასზე მეტი საბრძოლო ვაზნა და არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს.
როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროდან აცნობეს, ჩხრეკა სოფელ ანაგაში, ერთ-ერთი მოქალაქის სახლსა და დამხმარე სათავსოში ჩატარდა.
ექპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
ნახეთ ვიდეო, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა