სილქნეტისა და კავკასუს ონლაინის გაერთიანების საკითხს GNCC განიხილავს
11 აგვისტოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტ ბაზრის ორი მთავარი მოთამაშის გაერთიანების საკითხს განიხილავს.
სილქნეტისა და კავკასუს ონლაინის შერწყმის შესახებ კომისიაში განაცხადი უკვე შესულია.
საკითხის მომხესენებელი კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მერაბ კანკავაა.
ჯერჯერობით უცნობია რა ბრენდის ქვეშ გააგრძელებს ოპერირებას გაერთიანებული კომპანია.