მნიშვნელოვანისიახლეები

თურქული წამლების შემოსვლის შემდეგ, მოქალაქეებმა 80 მილიონამდე დაზოგეს

მთავრობის ინიციატივით, საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოქალაქეებმა დაახლოებით, 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს.

მთავრობის ინიციატივაზე განმარტებები ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში თურქეთის ბაზარი გაიხსნა და ქვეყანაში ხარისხიანი თურქული წამლები შემოვიდა, მოქალაქეებმა 80 მილიონამდე დაზოგეს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრი აქტიურად მუშაობს, რომ დაწესდეს ზღვრული ფასები მედიკამენტებზე, რათა არც ერთ კომპანიას, იმპორტიორს ფასებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

„მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასების შემცირებას. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა, შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს. ანუ, ნაკლები გადაიხადეს წამლებში, ვიდრე ისინი გადაიხდიდნენ, რომ არ გაგვეხსნა თურქული ბაზარი. ამას გარდა, ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რათა მეტად დავაზღვიოთ, რომ აღნიშნული ფასების გაზრდა ან რაიმე შეთანხმება არ მოხდეს. ახლა აზარაშვილი მუშაობს, დაწესდეს რეფერენტული ფასებიც, რომ არც ერთ კომპანიას, არც ერთ იმპორტიორს ფასებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს, ან ერთმანეთს შორის შეთანხმებები არ მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, თუ რა დანაზოგი ჰქონდა ჩვენ მოსახლეობას, დღეისთვის ათობით მილიონი ლარია დაზოგილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ეს მხოლოდ თურქული მედიკამენტების შემთხვევაში. დამატებით, რეფერენტული ფასების დადგენის შემდეგ, ასევე ველოდებით მნიშვნელოვან გაიაფებას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითქმის ყველა ევროპულ და ასევე რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში, სადაც მედიკამენტებზე ზღვრული ფასები უკვე დანერგილია, მედიკამენტების ღირებულება 40-დან 70 პროცენტამდე შემცირდა.

„ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც თურქული ბაზრის გახსნით, ასევე რეფერენტული ფასების დადგენით, ერთხელ და სამუდამოდ, გრძელვადიანად ეს პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

„ექსპერტები გასული, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნების შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია. ამ ქვეყნებში მედიკამენტების ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების, სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების, ასევე რითეილის მარჟის გათვალისწინებით, დაწესდება ის მაქსიმუმი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებაზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება, რომ საცალო ქსელში ჰქონდეს მედიკამენტს.

ჩვენ ამას ძალიან ოპერატიულად მიყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა და უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული მედიკამენტების და ონკოლოგიური პრეპარატებისთვის გვექნება რეფერენტული ფასები, რაც პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში გაეშვება. შემდეგ ეტაპზე, უკვე მთლიან მოხდება რეფერენტული ფასების დაწესება და ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება, მოლეკულების დონეზე“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრიმა ასევე აღნიშნა რომ, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება.

მისივე თქმით, მეორე ეტაპზე რეფერენტული ფასები მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე/ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის დანერგვაში უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან.

„ჩვენ ერთად უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში ამ პროექტის წარმატებით დანერგვაში ჩართულები იყვნენ. ეს ექსპერტები წინა კვირაში მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. ზუსტად მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნის შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია, რამდენი დარჩება აქედან არ ვიცი და ნურც ამ ქვეყნების დასახელებას მომთხოვთ. ამ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებით, ასევე „რითეილის მარჟის“ გათვალისწინებით იქნება ის მაქსიმუმი ფასი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებებზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეეძლება რომ საცალო ქსელში მედიკამენტს ჰქონდეს.

ჩვენ იმდენად ოპერატიულად მივყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა, რომ უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის უკვე გვექნება ეს რეფერენტული ფასები და პირველ ეტაპზე, ეს საპილოტე რეჟიმში გაეშვება. ხოლო მეორე ეტაპზე, მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button