სინგაპურის ოკეანარიუმში სკაროსმა პროფესიონალი დაივერი მოკლა [Photo/video]

სინგაპურის ოკეანარიუმის მფლობელის – Haw Par Corporation-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 62 წლის დაივერი, პილიპ ჩენი სკაროსის დარტყმისგან დაიღუპა, – იუწყება Reuters.

როგორც ცნობილი გახდა, ოკეანარიუმი Underwater World Singapore დაიხურა და მისი ბინადარნი დაივერებს სხვაგან გადაჰყავდათ.

პოლიციის ინფორმაციით, ჩენი სკაროსის თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მრავალრიცხოვანი ტრავმებისგან გარდაიცვალა.

გამოცემის თანახმად, ჩენი ვეტერანი დაივერი იყო და ოკეანარიუმში 1991 წლიდან მუშაობდა.

საერთოდ სკაროსები ტროპიკულ წყლებში ბინადრობენ. მათ კუდზე ბასრი შხამიანი კბილანები აქვთ განლაგებული, რითაც თავს იცავენ. ისინი ადამიანებს იშვიათად ერჩიან.

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს სკაროსის დარტყმისგან ავსტრალიელი ნატურალისტი და ტელეწამყვანი სტივ ირვინი გარდაიცვალა. მაშინ ტრაგედია წყალქვეშა გადაღების დროს მოხდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43281″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button