კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სინოფარმის “მეორე დოზით ვაქცინაციის მსურველების რეგისტრაცია დღეს იწყება

დღეს 20 მაისს, 20:00 საათიდან იწყება რეგისტრაცია „სინოფარმის“ მეორე დოზით ვაქცინაციის მსურველთათვის. – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ პლატფორმაზე

დოზებს შორის ინტერვალი „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 21-28 დღეა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი პარტია – 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში მიიღო.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი – „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“.

საქართველოში იგეგმება ვაქცინაციის დაწყება კიდევ ერთი ჩინური, „სინოვაკის“ ვაქცინით, რომლის 100 000 დოზა ქვეყანას ჩინეთმა აჩუქა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button