მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სინოფარმით და სინოვაკით ორსულები ვერ აიცრებიან, მხოლოდ ფაიზერით-იმნაძე

ორსულების აცრა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მხოლოდ ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინებს, იმნაძის თქმით, ვიდრე კლინიკური კვლევები არ დასრულდება, მანამდე სინოფარმით და სინოვაკით ორსულები ვერ აიცრებიან.

“ფაიზერს ჩაწერილი აქვს ინსტრუქციაში, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულის აცრა, ვინც არის მაღალი რისკის ორსული. დღევანდელი სიტუაციით, ფაიზერზე შეიძლება ორსულების აცრა, სინოვაკით და სინოფარმით ჯერჯერობით – არა”, – თქვა იმნაძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის, აცრილია 418 398 ადამიანი, მათგან ორჯერადად აცრილია – 142 254, ბოლო 24 საათში კი 13 884 პირი აიცრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button