სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან
სინოპტიკოსთა ცნობით, დღეს საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ძლიერი წვიმა. კახეთში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ შესაძლოა, აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში დღეს მოღრუბლული ამინდი იქნება. ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექისას გაძლიერდება ქარი.
ტემპერატურა დღეს დასავლეთ საქართველოში +22 +27, აღმოსავლეთ საქართველოში +27 +32, თბილისში კი +29 გრადუსი იქნება.