სინოპტიკოსები უმეტეს რაიონში თოვლს ელოდებიან

ძლიერ ქარს ელოდებიან დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები. თოვლია მოსალოდენელი თბილისშიც.

მოთოვს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც, ტემპერატურა კი დაეცემა. ასეთი ამინდი უახლოეს დღეებში შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და დროგამოშვებით ძალიან ძლიერიც.

“თბილისშიც მოსალოდნელია უფრო მეტად თოვლჭყაპი და ხვალ უმეტესად თოვლის სახით იქნება ნალექი,“ – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button