ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

სამაცივრე მეურნეობაში 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა

კომპანიამ „აგროგრუპი“ სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

როგორც “ბიზნესრევიუს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში ჯამში 56 შემნახველი და სამაცივრო მეურნეობაა დაფინანსებული. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით კი შეიქმნა 15,000 ტონაზე მეტი პროდუქციის შემნახველი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 34 მილიონი ლარის აგროსესხი იქნა გაცემული.

უწყების განმარტებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში, სადაც 500 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი, 6 ადამიანია დასაქმებული.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button