მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

სააკაშვილი, მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები რომში

ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც სურს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა ელექტრონულად დააფიქსიროს, პეტიციაზე ხელის მოწერის შესაძლებლობა ოთხშაბათიდან ექნება.

ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობა მიხელ სააკაშვილისა და რომში ჩასული ემიგრანტების დისკუსიის მთავრი თემა იყო. შეხვედრიდან გამოსული ქართველი ემიგრანტები ინიციატივის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, რამაც მათი თქმით, არჩევნების გაყალბება და ზეწოლა უნდა გამორიცხოს.

შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმროსთან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სააკაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერი და მისი მოწინააღმდეგე ქართველი ემიგრანტი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა.

“არა ძალადობას”, – ამ ლოზუნგით შეხვედრაზე ქართველების ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას აპროტესტებდა.

სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე ჟურნალისტების ნაწილს დასწრების საშუალება არ მისცეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვედრას დაესწრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ. სასტუმროს შენობაში მხოლოდ ოპერატორები შეუშვეს.

შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რომში ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტთან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მეოთხე შეხვედრა, დიდი ალბათობით, საბერძნეთის დედაქალაქში შედგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button