სიფრაშვილების 6 შვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა [ფოტო]
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში სიფრაშვილების ექვსშვილიან ოჯახს უკვე საკუთარი სახლი აქვს.
სახლის გასაღები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დღეს საზეიმოდ გადასცეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ.
სახლის შეძენისათვის ლაგოდეხის გამგეობამ 10 ათასი ლარი გამოყო, რასაც დაემატა გასულ წელს გამგებლის ინიციტივით გახსნილ საბანკო ანგარიშზე მოქალაქეების მიერ ჩარიცხული 2 ათასი ლარის ოდენობის თანხაც.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში სიფრაშვილების 6 შვილიანი ოჯახი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, ყოფილი ფოსტის შენობაში, გაუსაძლის და არადამიანურ პირობებში ცხოვრობდა. მათ საკვების მოპოვებაც უჭირდათ.