სირია გავლენის სამ ზონად დაიყოფა
სირია შეიძლება გავლენის სამ ზონად იქცეს, – გვაცნობებენ სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტები.
მათი ვარაუდით, რუსეთი, თურქეთი და ირანი სირიის გავლენის ზონებად დაყოფას აპირებენ, რაც ქვეყანაში ალავიტების მიერ კონტროლირებადი ფედერაციის შექმნის საშუალებას მისცემს.
სირიის პრეზიდენტს – ბაშარ ასადს თანამდებობას მომავალ არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შეუნარჩუნებენ, შემდეგ კი ძალაუფლებას შედარეით რბილ ალავიტ ლიდერს გადასცემენ, ხოლო ასადს უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ.
გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე მომენტში აღნიშნული სქემა მხოლოდ შემუშავების პროცესშია და მასზე თანხმობა უნდა განაცხადონ: სირიის ხელმძღვანელობამ, “ზომიერმა ოპოზიციამ”, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.